ბათუმიდან თბილისის კლინიკაში ჰელომიზურ ურემიული სინდრომით 7 ბავშვი გადაიყვანეს
ბათუმიდან თბილისში 7 ბავშვი ჰელომიზურ ურემიული სინდრომით გადაიყვანეს, რაც სისხლიან დიარეას ნიშნავს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ,,რეგიონულ კვირას განუცხადეს, რომ პაციენტების მდგომარეობა დადებითი დინამიკით მიმდინარეობს.
,,ინფიცირების საერთო წყარო გამორიცხულია. გამომწვევი შეიძლება სხვადასხვა გზით მოხვდეს ორგანიზმში. გართულების მიზეზი შეიძლება იყოს თვითმკურნალობა, გვიანი მიმართვა – ეს გართულებები არ იწყება პირველივე დღიდან, ძირითადად დაავადების სიმპტომების გამოჩენიდან დაახლოებით 7 დღის შემდეგ ვითარდება“, – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილე ნონა ეფაძე.
ბათუმიდან თბილისში გადაყვანილი 7 ბავშვიდან 5 აჭარის მკვიდრია, ორი კი საქართველოს სხვა რეგიონიდან იყო ჩასული აჭარაში.