საგარეჯოს მერის მოადგილემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე-ალექსი გილაშვილმა სოფელ ხაშმსა და პატარძეულში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე მოინახულა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,
– სოფელ ხაშმში, დასასვენებელოი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
– სოფელ პატარძეულში, პირველი ბაღის რეაბილკიტაცია-რეკონსტრუქციის და ცენტრალური გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
– ჯიღაურების უბანში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები შუა ფაზაშია.