ავარია ანანურთან – გარდაცვლილია ტრაილერის მძღოლი და ქვეითი

ანანურის ტაძართან ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ცენტრალური გზის მიმდებარედ არსებულ სავაჭრო ფარდულებში შევარდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ერთ-ერთი მოვაჭრე ქალი კი საავადმყოფოში მიყვანამდე.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის რჩებიან საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
ადგილზე იმყოფება მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მაცაცო ნებიერიძეც.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები