გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება გრძელდება

უამინდობის მიუხედავად, გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება გრძელდება. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და დღის ბოლომდე ტერიტორიიდან მყარი ნარჩენის გატანა მოხდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით,  ა(ა) იპ „კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრის” თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.
“გრიგოლეთის მუნიციპალურ პლაჟზე ახალი სანაგვე ურნები დაიდგა. სამუშაოები დილიდანვე განახლდა. – დღის ბოლომდე დავასრულებთ საფეხბურთო ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ნარჩენების გატანას. ხვალ დილიდან ყვავილნარის დასახლებაში დაიწყება ახალი სანაგვე ურნების დადგმა”, –  განაცხადა ა (ა)იპ ,,კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრის” ხელმძღვანელმა დავით წულაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები