ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

ქარელის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ სასაზღვრო ზოლის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. აღნიშნული ინფორმაცია ,, რეგიონულ კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. სუს- ის განცხადებით, გუშინ ღამით ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, თუმცა დაკავებულის გათავისუფლება დროულად მოხდა.

,,ქარელის რაიონ სოფელ ტახტისძირის და ოკუპირებულ ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე მიმდინარეობს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

გუშინ ღამით ასევე მოხდა ერთი პირის უკანონო დაკავება. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რის შედეგადაც აღნიშნული პირი გათავისუფლებულია” – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები