თელავის აგრარული ბაზარი დაკეტვიდან რამდენიმე საათში გაიხსნა
თელავის აგრარული ბაზარი დაკეტვიდან რამდენიმე საათში გაიხსნა. ინფორმაცია ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბაზრის დირექტორმა, მერაბ თურქოშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ბაზრის დაკეტვის მიზეზი რეგულაციების დარღვევა გახდა, თუმცა ყველა პრობლემა და მათ შორის თერმოსკრინინგიც ამ ეტაპზე, აღდგენილია.
“წუხელ, გვიან მოვიდნენ, როცა ბაზარს ვკეტავდით, რა დროსაც კლიენტები შემოვიდნენ და რადგანაც ბაზარი იკეტებოდა, თერმოსკრინინგი ვერ ჩავუტარეთ მომხმარებელს, რის გამოც დღეს დილით მოვაჭრეებს ბაზარი დაკეტილი დახვდათ, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდეგ ბაზარი გაიხსნა და ჩვეულ რეჟიმში, ყველა რეგულაციების გათვალისწინებით მიშაობს”,- განაცხადა მერაბ თურქოშვილმა.
თელავის აგრარულ ბაზარს, გაფრთხილება დახურვის თაობაზე გუშინ მიეცა და პრობლემების გაუთვალისწინებლობის გამო დღეს 2 000 ლარით დაჯარიმდა.