ანანურთან ტრაილერი გზიდან გადავარდა და ტურისტულ ფარდულებს შეეჯახა

ანანურის ტაძართან ტრაილერი ცენტრალური გზიდან გადავარდა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტურისტულ ფარდულებს შეეჯახა. ამ დროისთვის, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.  ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა, საპატრულო და სამაშველო ბრიგადები.
ადგილზე უკვე მივიდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მაცაცო ნარიმანიძე.
“რეგიონული კვირა” დეტალებს ადგილზე არკვევს.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროშუ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. დამატებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები