ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან ავარიისას 3 ადამიანი დაშავდა
ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულია 3 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, ამ დროისთვის, პაციენტებს ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.