აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია. პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.
ბოლო 24 საათში აჭარაში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს.
ამჟამად, ბათუმში კორონავირუსზე 20 პაციენტს მკურნალობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები