თელავის მერიის ორგანიზებით “არქეოლოგიური ბანაკი გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში“ ჩატარდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერია 2015 წლიდან ახორციელებს კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამასარქეოლოგიური “ბანაკი გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში“ „. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, მიმდინარე წელს, გეგმის შესაბამისად, პროექტში ჩაერთნენ თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები.

“პროექტის ფარგლებში ბანაკის წევრებმა მოინახულეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი, პეტრას ციხე, ქობულეთის ფიჭვნარი;

პედაგოგები ჩაერთნენ არქეოლოგიურ ექსპედიციებში, შეისწავლეს არქეოლოგიური საველე დავთრების წარმოება, მოპოვებული არტეფაქტების გაწმენდა-პრეპარაცია, ნაშთების კონსერვაცია, ჰუმუსის მოხსნა და ა.შ.

დაათვალიერეს ბათუმის არქეოლოგიური და მხარეთმცოდნეობის მუზეუმები, ხელვაჩაურის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სარფის ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმი, ასევე, მოისმინეს ლექცია-სემინარები აჭარის რეგიონის ისტორიის და რეგიონში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტების შესახებ.

პროექტი – „არქეოლოგიური ბანაკი გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში“ ყოველწლიურად ხორციელდება და ითვალისწინებს საქართველოს ორ რეგიონს შორის მჭიდრო თანამშრომლობას როგორც საგანმანათლებლო, ასევე ტურისტული და კულტურული მიმართულებით”,- ნათქვამია თელავის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები