ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს სოფელ ქვალობში ქვები დაუშინეს

ავტოსატრანსპორტო გაერთიანება ,,გლობუსის” ავტობუსს, რომელიც ზუგდიდი- თბილისის მიმართულებით მოძრაობდა და მგზავრები გადაყავდა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში ქვები დაუშინეს და მინები ჩაუმსხვრიეს.

როგორც ავტოსატრანსპორტო გაერთიანება “გლობუსის” წარმომადგენელი აცხადებს, სოფელთან დახვდნენ სპეციალურად, რადგან მისი თქმით, მგზავრები დაეშინებინათ და მინები ჩაამსხვრიეს. ამის შემდეგ, აღნიშნული პირები იმავე სოფელში ავარიაში მოყვნენ რა დროსაც მათი დაკავება მოხდა.

ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა იმავე კომპანიის კუთვნილ ავტობუსზე 9 ივლისსაც მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები