ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა. პოლიციამ 55 წლის მამაკაცი დააკავა. დაკავებული სავარაუდოდ, მეტადონის პროგრამით სარგებლობდა და მან მედიკამენტები შენობიდან გაიტანა. დაკავებულს ნარკოტიკული საშუალებები თან ჰქონდა. ადგილზე იმყოფებოდა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო,რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვას გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.