მარტვილში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ​ აგრობაზარი შენდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში,თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი შენდება , სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აგრობაზრის მოწყობისთვის 118 459 ლარი გამოიყო.

“პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ი.მ სოსო გოგია ასრულებს. პროექტი გარე მოვაჭრეებთან კონსულტაციით და მათი ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები