სოფელ ზიკილიასთან, ,,მტკვარი ჰესზე” არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიასთან არსებულ ჰესზე არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აცხადებენ, წყალმა ცხედარი ნაპირზე გამორიყა, რომელიც დაცვის თანამშრომელმა შენიშნა და სასწრაფო-სამაშველო სამსახური გამოიძახა.

„იქნება ასე 14 წლის ბავშვი. როგორც ვიცით, მუშებმა შენიშნეს, რომ წყალს ცხედარი მოჰქონდა. კრიმინალურშიც და სასწრაფოშიც თანამშრომლებმა დარეკეს. მალე მოვიდა ყველა, მაგრამ ბავშვი უკვე მკვდარი იყო“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ერთერთმა ადგილობრივმა.

როგორ შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები