თელავში, მეგობრობის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება
თელავში, მეგობრობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, 900 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხი.
მათივე ცნობით, სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს. ,,საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინი,, ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 489 080 ლარით ფინანსდება.