ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკი კეთილმოეწყობა

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს და პროექტის ღირებულება 1 819 427 ლარს შეადგენს.

“პროექტის ფარგლებში, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შენდება სასცენო ნაგებობა, დაგეგმილია დასასვენებელი ბაქნების და სათამაშო (საბავშვო) მოედნების, გაზონის, საპარკო სკამების, ურნების, სასმელი წყლის შადრევნების, დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა. პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე – მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისათვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება; არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მშენებლობა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები