სოფელ ყარაჯალარში მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სოციალური პაკეტები გადასცეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამ დრომდე, მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით სოფელში მცხოვრებ 200-მდე სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ ოჯახს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ორგანიზაცია „წითელი ჯვარი” მხარდაჭერით, სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს, სოციალური პაკეტები მუნიციპალიტეტის მერმა-რამაზ ბუდაღაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
“აღსანიშნავია, რომ სოფელი ყარაჯალარი ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე ე.წ „წითელ ზონად” რჩება, შეზღუდვების პარალელურად სოფელში დისტრიბუციისა და ადგილობრივების პროდუქციის რეალიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.