კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 93 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 93 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ინფორმაცია ჟურნალისტებთან დაავადების კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა დაადასტურა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 3 საკარანტინე ლოკაციაზე დღეის მონაცემებით, 147 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი – 38 მოქალაქე რჩება.
ცნობისთვის, დღემდე, კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში 10810 ნიმუშია გაგზავნილი.