ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ივლისის თვეში 123 908 ლარის დაფინანსება გასცა

სოციალური პროგრამების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ივლისის თვეში 123 908 ლარის დაფინანსება გასცა.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება გაუწია 383-მდე ბენეფიციარს. 110 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო74 406 ლარი. მედიკამენტების შესაძენად 80 ბენეფიციარი 16 802 ლარით დაფინანსდა. სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა,დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა და ა.შ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები