„ბონდის მღვიმე“-კიდევ ერთი უნიკალური ძეგლი ჭიათურაში

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალში, „ბონდის მღვიმეში“ ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია მოეწყო. თაბაგრების ღელის მარჯვენა ნაპირზე, იქ, სადაც წლების წინ „ბონდის მღვიმე“ აღმოაჩინეს,„კულტურული რესურსების კვლევის ცენტრისა და კულტურის ცენტრის კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ პრეზენტაციაზე „ბონდის მღვიმის“ ამჟამინდელი და სამომავლო კვლევების შესახებ ისაუბრეს.

პრეზენტაცია კულტურული რესურსების კვლევის ცენტრის დირექტორმა – ნიკა თუშაბრამიშვილმა წარმოადგინა. ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი – გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„ბონდის მღვიმე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთერთი უნიკალური ძეგლია,რომელშიც საკმაოდ მძლავრი ზედა პოლეოლითური ფენებია დადასტურებული. აქ აღმოჩენილია უკვე გადაშენებული ფაუნის ნაშთები (11 სახეობა),მათ შორის დომინირებს ბიზონი.მოპოვებული არქეოლოგიური მასალების საფუძველზე შესაძლებელია იმ დროის კლიმატისა და ლანდშაფტის აღდგენა,რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არქეოლოგებისათვის,არამედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პოპულარიზებისათვის.

კვლევები აწარმოა ქვის ხანის შემსწავლელმა საერთაშორისო ექსპედიციამ, ნაწილი გაიგზავნა მაიამის ლაბორატორიაში,რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს აღნიშნული ძეგლის საერთაშორისო მნიშვნელობაზე.კვლევის საწყის ეტაპზე გამოკვლეულია 9 კვადრატული მეტრი. აღმოჩენილი მასალა ადასტურებს ,რომ იგი ძუძუანას მღვიმის იდენტურია. აღმოჩენილ იარაღთა უმეტესობა ნაკეთებია ანატკეცებზე,გამოვლენილია დიდი რაოდენობით ლამულები და მიკროლამულები,ასევე ბაზალტის ქვისგან დამზადებული ნივთები.სულ 6883 ნივთი.

პირველ ეტაპზე „ბონდის მღვიმის“ ჭრილის გაწმენდა,სელიმენტების გარეცხვა-გაცრა და მასალის იდენტიფიკაცია განხორციელდა და აღნიშნული მღვიმე შემდგომი კვლევისთვის მომზადდა,რაც გულისხმობს ფენებში გაჭღენთილი გენომების მოძიებას და შემდგომ მათ ანალიზს უცხოელ კოლეგებთან ერთად. პროექტის მიზანია „ბონდის მღვიმის“ მნიშვნელობის პოპულარიზაცია და მისი ამჟამინდელი და სამომავლო კვლევების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები