გურჯაანის მუნიციპალიტეტში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, იარაღის უკანონო შეძენა – შენახვისთვის მალხაზ ბადუაშვილი დააკავეს.
დაკავებული წარსულში, მეზობლის განზრახ მკვლელობისთვისაა ნასამართლევია. მის სახელს უკავშირდება მიმდინარე წელს, გურჯაანის ჯეო- ჰოსპოტალსის საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც ბადუაშვილის მიმართულებით იმ დროს ისროლეს, როცა ის მკურნალობის კურსს გადიოდა.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები