ანაკლიის გზაზე ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ანაკლიის გზაზე განმუხურის გადასახვევთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 1 კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა.
ამ წუთებში, გარდაცვლილების მანქანიდან გადმოყვანის პროცესი მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დამხარების ბრიგადები.
როგორც „რეგიონულ კვირას“ შს სამინიტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძება, სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.