ასპინძაში ველოსიპედით მიმავალ არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა

ასპინძაში “მიცუბიშის” მარკის ავტომანქანა არასრულწლოვანს დღეს, რამდენიმე საათის წინ დაეჯახა. დაშავებული თბილისში კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა.

“ველოსიპედით მოდიოდა ბავშვი, მანქანაც საკმაოდ ჩქარა მოდიოდა და ვერ მოასწრო დამუხრუჭება. ჯერ ვერ ვიაზრებ რამოხდა. იმხელა ხმა იყო, ჯერ მარტო ხმაზე გამოცვივდა ხალხი. სოფელ ოთელია ეს ბავშვი. ასპინძის სკოლაშიც სწავლობდა ერთი წელი. საცოდაობაა, გათიშული წაიყვანა სასწრაფომ”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას” ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ქდაშავებული სასწრაფო-სამაშველო ბრიგადამ ჯერ ახალციხის საავადმყოფოში გადაიყვანა, მოგვიანებით კი კატასტროფამ თბილისში, უგონო მდგომარეობაში წაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები