სოფელ ყარაჯალაში ყაჩაღობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
სოფელ ყარაჯალაში, ოჯახის დაყაჩაღების ფაქტზე 1 პირი დააკავეს. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ოჯახის მეზობელია. სოფელ ყარაჯალის მერის წარმომადგენლის, ალასკარ სარდაროვის თქმით, დაყაჩაღების დროს სახლში მხოლოდ 1 პირი იმყოფებოდა.
” ყაჩაღობაზე 1 პირი დააკავეს. ნაცემი არავინ არაა, ოჯახში ამ დროს მხოლოდ რძალი იმყოფებოდა. ძვირფასეულობა ვინც წაიღო, მეზობელია ის ბიჭი”,- განაცხადა ალასკარ სარდაროვმა.
შეგახსენებთ, ყაჩაღობა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს