დედოფლისწყაროში “ფრონტერას” ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს

დედოფლისწყაროში, ნავთობმომპოვებელი კომპანია “ფრონტერას” ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მიუხედავად აქციებისა, ხელფასები კომპანიას მათთვის გასასტუმრებელი აქვს და სასამართლო დავაც დავალიანებასთან დაკავშირებით ჭიანურდება.
” ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ ხელფასს, უკანონოდ გათავისუფლებულები ვართ და აღდგენას ასევე. მანქანები იტვირთება და სამუშაოების დაწყების მაგივრად, გასაყიდად გამზადებული, ჩვენს მიერ მოპოვებული ნავთობი, გადის სარეალიზაციოდ. იმედია ამ ნავთობის გაყიდვის მერე მაინც აგვინაზღაურდება კუთვნილი ხელფასი”- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, კომპანია “ფრონტერას” დავალიანება და თანამშრომლებისთვის გასაცემი ხელფასები მილიონ ლარს აღწევს

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები