ზარზმის მონასტერთან ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, პროექტს „მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

„პროექტი მოიცავს ზარზმის მონასტრის დაზიანებული გუმბათის, ისტორიული წყაროს კონსერვაციასა და რეაბილიტაციას. ასევე მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე თამარის წყაროსკენ მიმავალი ბილიკის მოწყობა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ადგილზე გაეცნენ.

ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები 2021 წლის დასაწყისში დასრულდება“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები