თელავის მუნიციპალიტეტში ოჯახი დააყაჩაღეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, გვიან ღამით, ოჯახი დააყაჩაღეს, არსებული ინფორმაციით, წაღებულია ძვირფასეულობა. შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ ოჯახის ერთი წევრი იმყოფებოდა. ახალგაზრდა ქალი დაშავებული არ არის.

სამართალდამცველებმა მომხდარზე სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები დაიწყეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები