ლაგოდეხში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად სოფელ მსხალგორში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფი დაიტბორა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო- სამაშველო ბრიგადები, რომლებიც გამთენიამდე სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებდნენ. ადგილობრივების თქმით, სტიქიის შედეგად სასოფლო- სამეურნეო სავარგულებიც დაზიანდა, თუმცა დაზიანების ხარისხის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ლაგოდეხის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია ვითარებას დილიდან ადგილზე შეისწავლის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები