ბახმაროში ტრადიციული დოღი წელს არ ჩატარდება
კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციის გამო, ბახმაროში ტრადიციული დოღი წელს არ ჩატარდება. ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, დოღი ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე იმართება.