თერჯოლაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, გზა მოეწყობა

თერჯოლაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ბეტონის საფარით 7 კმ. გზა მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა მერის წარმომადგენელ – გაიოზ მარუაშვილთან და საკრებულოში ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე – გიორგი ლილუაშვილთან ერთად თერჯოლაში, ჯაბიძის ქუჩაზე გზის ბეტონით მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობის, ვადებისა და ხარისხის შესახებ იმსჯელა.

“თერჯოლაში ბეტონით ლესელიძისა და ჯაბიძის ქუჩების სხვადასხვა მონაკვეთები – საერთო ჯამში 4 კმ. გზა მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ალპედე” შეასრულებს, რაზეც 484,254 ლარი დაიხარჯება. ახალთერჯოლაში, თუზსა და საზანოში კი სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა საუბნო გზები სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი 411,110 ლარით ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს “მეკას” მიერ მოეწყობა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები