სიღნაღის მუნიციპალიტეტში ტრაქტორს ცეცხლი გაუჩნდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ტრაქტორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის მისვლამდე სრულად დაიწვა. შემთხვევის შედეგად მძღოლი არ დაშავებულა, მან ტრაქტორიდან გადმოსვლა დროულად შეძლო.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია და მინდორში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.