რაჭაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა
სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ” სტიქიის შედეგად დაზიანებული ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. ონის მუნიციპალიტეტის ყველა მოსახლეს ელექტროენერგია მიეწოდება. ამ დროისთვის, დარჩენილია მხოლოდ მცირე დაზიანება კურორტი შოვის კერძო ქსელში, რომელიც აგრეთვე მალე აღდგება.
„კომპანიის ტექნიკურმა ბრიგადებმა ძალიან რთული და საკმაოდ სარისკო სამუშაოები, დროის მოკლე მონაკვეთში, საკმაოდ წარმატებით დაასრულეს, რისთვისაც დიდი მადლობა პროცესში ჩართულ ყველა თანამშრომელს.“ – განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.