ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში “ევროპულ საქართველოს” კანდიდატი არსენ კარაპეტიანი იქნება
პოლიტიკურმა პარტია “ევროპულმა საქართველო” რეგიონებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მათ კანდიდატი არსენ კარაპეტიანი იქნება.
ცნობისთვის, არსენ კარაპეტიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი იყო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა ახალქალაქი – ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად. არსენ კარაპეტიანი წლების განმავლობაში ახალქალაქის პოლიციის უფროსად მუშაობდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემდეგ, ის მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს მხარეს დარჩა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 9 აპრილის ბაღში დღეს წარადგინეს. ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.