ზურაბ ჭიაბერაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი კახეთში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან

“ევროპულმა საქართველომ” კახეთის 2 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ზურაბ ჭიაბერაშვილი , ხოლო გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი იბრძოლებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე 2012-2013 წლებში იკავებდა. რაც შეეხება გიორგი ღვინიაშვილს, ის კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული 2008 -2012 წლებში იყო.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 9 აპრილის ბაღში დღეს წარადგინეს. ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები