შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალებას სიმონ გულედანი შეასრულებს
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალებას დღეიდან, გუბერნატორის პირველი მოადგილე – სიმონ გულედანი შეასრულებს.  აღნიშნული ინფორმაცია ,,რეგიონულ კვირას ” სამხარეო ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. 
ცნობისთვის, სიმონ გულედანი გუბერნატორი პირველი მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა .
შეგახსენებთ , რომ შიდა ქართლის გუბერნატორის – გიორგი ხოჯევანიშვილის კანდიდატურა სამთავრობო გუნდმა გორისა და კასპის გაერთიანებული სამაჟორიტარო ოლქში წარადგინა, რის შემდეგაც მისი ადგილი ვაკანტური იყო.
 
			