ირმა ნადირაშვილი და აჰმედ იმამკულიევი – “ევროპულმა საქართველომ” ქვემო ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა
“ევროპულმა საქართველომ” ქვემო ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. რუსთავის და გარდაბანის მაჟორიტარი კანდიდატი ირმა ნადირაშვილი იქნება, ხოლო მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარობისთვის აჰმედ იმამკულიევი იბრძოლებს.
ირმა ნადირაშვილი ყოფილი ჟურნალისტი გახლავთ, მას ასევე, აქვს სხვადასხვა საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება. 2012 წლამდე გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. ირმა ნადირაშვილი რუსთაველია.
რაც შეეხება აჰმედ იმამკულიევს – 2017 წელს პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ მოსახლეობას “ევროპული საქართველოს” კანდიდატად აჰმედ იმამკულიევი წარუდგინეს.
ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.