აჭარაში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე იქნება

აჭარაში, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ ოლქში ,,ევროპული საქართველოს” ტარიელ ნაკაიძე იბრძოლებს.

ამის შესახებ ,,ევროპულმა საქართველომ“ რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

,,ევროპულმა საქართველომ“ დღესვე ჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ბათუმის მაჟორიტარობის ორი კანდიდატი წარადგინა. ესენი არიან: პროფესიით ექიმი – ვახტანგ კალოიანი და ქედა, შუახევი, ხელვაჩაურისა და ხულოს მაჟორიტარულ ოლქში პარტიის ახალი წევრი- თემურ კახიძე.

ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები