ვინ არიან “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები – პარტიამ სია წარადგინა

“ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:  ფოთში, ხობში და სენაკში – გიგა ბოკერია, ზუგდიდში – გიგი უგულავა; ტყიბული, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა – გიგი წერეთელი; ხელვაჩაური, ქედის, შუახევის და ხულოს ოლქში – ტარიელ ნაკაიძე; რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში -ირმა ნადირაშვილი; ქუთაისი – ოთარ კახიძე; საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული – სერგო რატიანი; თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი -ზურაბ ჭიაბერაშვილი; გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო- გიორგი ღვინიაშვილი; ლანჩხუთი, ოზურგეთი და ჩოხატაური – ხათუნა გოგორიშვილი, მარნეული და გარდაბანი – ახმედ იმამყულიევი; ახალქალაქი და ნინოწმინდა – არსენ კარაპეტიანი; წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი და აბაშა – ლელა ქებურია; სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი- აკაკი ბობოხიძე.

პარტიამ დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არჩევნებზე კანდიდატებიც. ესენია: ბათუმში – ვახტანგ კალოიანი, ხოლო ქედა-შუახევი-ხულო – თემურ კახიძე.

მათივე ცნობით, “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბს სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები