ყარაჯალარში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება,თუმცა, სოფელი კვლავ “წითელ ზონად” რჩება.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2 ათასზე მეტი ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.
,, ამ დროისთვის, გარდაბანში კორონავირუსით ინფიცირების 63 შემთხვევაა დადასტურებული. ეპიდემიოლოგები ამ ეტაპზე, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს იკვლევენ”, – განაცხადეს ჯანდაცვის ცენტრში.
ცნობისთვის, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა.