აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ,,რეგიონულ კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, პაციენტი “ცხელების კლინიკას” სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.

დაავადებათა კონტროლოს აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 566 კვლევის შედეგები უარყოფთია. ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს 15 პაციენტი გადის. “ცხელების კლინიკებში” 36 პირია მოთავსებული, მათი კვლევის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. დღეს არსებილი მონაცემებით კარანტინში 2 914 პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები