ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 55 წლამდე ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 55 წლამდე ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი და ის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 2 აგვისტოს 21 ნიმუში იქნა გამოკვლეული, მათ შორის: 15 კარანტინიდან, 2 თვითიზოლაციიდან, 1 სამედიცინო პერსონალი, 3 კი პაციენტი. 20 პირის ლაბორატორიული პასუხი უარყოფითია, 1 პაციენტის პასუხი „კოვიდ19“-ზე დადებითი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები