ბორჯომში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა

ბორჯომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ჯერ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში კატასტროფის ბრიგადით გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ქალი დაწესებულებაში კომატოზური მდგომარეობით შეიყვანეს.
„გამოძახებული იქნა სათანადო სპეციალისტები. ჩაუტარდათ ყველას საჭირო გამოკვლევები. ნაწილი გუშინ გაეწერა და ნაწილი მკურნალობის კურსს გადის. ერთ-ერთი ქალის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. მას ქალატვინის მძიმე ტრამვა აღენიშნებოდა. მძიმე მდგომარეობა იყო თავიდანვე“,- განაცხადა კლინიკის ქირურგმა, დავით გუნდიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში, ლიკანის დასახლებასთან ახალციხის სამგზავრო მიკროავტობუსი და დისტრიბუციის მანქანა ერთმანეთს გუშინ შეეჯახნენ. დაშავებული რვა მგზავრი ბორჯომის საავადმყოფოშია გადაიყვანეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები