“ნაზის ემუქრებოდა ეს ქალი და შეშინებული იყო” – რა დეტალები გაარკვია “რეგიონულმა კვირამ” ესპანეთში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალის შესახებ
ესპანეთში, ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის ვერსიას, მისი მეგობარი და ნათლია კატეგორიულად გამორიცხავს. როგორც თეონა ქარდავამ “რეგიონულ კვირას ” უამბო, 23 წლის ნაზი მეზვრიშვილს ყოველდღიურად ესაუბრებოდა და მას სუიციდისთვის არანაირი საბაბი არ ქონდა. მისივე თქმით, გარდაცვლილს უთანხმოება ქონდა ემიგრანტ ქალთან, რომელმაც მოხუცები, რომლებათანაც ნაზი და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ, გაქურდა, რის შემდგაც ნაზის და მას ურთიერთობა დაეძაბათ.
” ნაზის ძალიან უხაროდა დედა რომ უნდა გამხდარიყო, სულ ვსაუბრობდით და თვითმკვლელობის საბაბი მას არ ქონია. ვიცოდი, რომ პრობლემა ქონდა ცოლ-ქმართან, რომლებმაც ის მოხუცები გაქურდა, სადაც ნაზი ცხოვრობდა, რის შემდეგაც ურთიერთობა გაუფუჭდათ. ნაზის ემუქრებოდა ეს ქალი და შეშინებული იყო ამის გამო, მეუღლემაც კი დაურეკა იმ ცოლ-ქმარს და უთხრა, ორსულადაა ნაზი და ნუ ანერვიულებთო. პოლიციაში მაინც განუცხადებია ნაზის, რომ ემუქრებოდნენ და მერე რა მოხდა არ ვიცი…
ასე უთქვამს, უნდა გავისეირნოო, მერე დაურეკავს ქმრისთვის, თავი უნდა მოვიკლაო და ტელეფონიც გაუთიშავს. გიგა პარკშიც კი გასულა მოსაძებნად და იქ არ დაუნახავს ნაზი. დარეკვიდან 2-3 საათში ნაზის მობილურიც ჩაირთო
და ეს აჩენს ეჭვებს გარკვეულწილად. ჩვენ, ყველა ვფიქრობთ, რომ ნაზი დილით მიიყვანეს და დაკიდეს ხეზე, ვითომ თავი მოიკლა, ამას ვფიქრობთ ყველა”- განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” თეონა ქარდავამ.
შეგახსენებთ, 23 წლის ორსული გოგო, ესპანეთში, სამართალდამცველებმა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.