ესპანეთში, საქართველოს მოქალაქე, 23 წლის ნაზი მეზვრიშვილი გარდაცლილი იპოვეს. სამართალდამცველებმა ის ერთ-ერთ პარკში, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, გარდაცვლილი 4 თვის ფეხმძიმე იყო და უცხო ქვეყანაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.
ემიგრანტის დეიდის თქმით, წყვილი ესპანეთში მოხუც ცოლ-ქმარს უვლიდა და პირობებით კმაყოფილები იყვნენ. მანანა იობაშვილის თქმით, გარდაცვლილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.
” ნაზის 2 დღის წინ სოციალური ქსელით ვესაუბრე და ისეთი გეგმები ქონდა, თავს არ მოიკლავდა, არ ქონდა სამაგისო მიზეზი. პირიქით, დედის წაყვანა უნდოდა, ბავშვი რომ დაიბადებოდა, რომ იმას მოევლო და თვითონ ემუშავათ. ესპანეთში 5 წლით იყვნენ წასულები და თბილისში ბინის ყიდვა უნდოდათ. ჯერ-ჯერობით ოჯახს არანაირი ვერსია არ გვაქვს, რა მოხდა, გვეუბნებიან, რომ სამშაბათს ყველაფერი გვეცოდინება”,- განაცხადა გარდაცვლილის დეიდამ.
გარდაცვლილი ახალგაზრდა კახეთში, სოფელ კისისხევში დაიბადა და სკოლა თბილისში დაამთავრა. ის ესპანეთში, მეუღლესთან ერთად 2 წელი ცხოვრობდა.
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
“ბარსელონაში საქართველოს საკონსულო სამსახურისთვის ცნობილია ფაქტის შესახებ და ისინი ყოველდღიურ კონტაქტში იმყიფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ამაჟამს ცხედარს ურატდება ექსპერტიზა რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება მისი გადმოსვენება. სხვა მხრივ გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დასრულებულია”.- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.