ბათუმში ილიაობის დღესასწაული აღინიშნა

ბათუმში, ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ილიაობის აღნიშვნის ტრადიცია 2014 წელს აღდგა.

,,ჩვენს თანამემამულეებს მინდა მივულოცო ილიაობა – წმინდა ილია მართლის ხსენების დღე. ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. ღირებულებები, რომელიც მან დასახა, საფუძვლად დაედო ჩვენ მიერ მოპოვებულ თავისუფლებას. სწორედ მისი დამსახურებით გაღვივდა საზოგადოებაში ეროვნული თვითშეგნება და სახელმწიფოებრივი აზროვნება. ჩვენი ვალია, განსაკუთრებულად დავაფასოთ ამ უდიდესი ქართველის, ჩვენთვის საამაყო ადამიანის მოღვაწეობა.
ასევე, განსაკუთრებულად და გულითადად მინდა მივულოცო მისი ანგელოზის დღე უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ” – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, ბათუმის მერიაში უახლოეს პერიოდში შეიქნება სპეციალური კომისია, რომელიც ილია ჭავჭავაძის უკვდავ სიტყვებს – ,,მამული, ენა სარწმუნობა“ ქალაქს დაუბრუნებს.
მისივე განცხადებით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით, რომელზეც კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები