ბათუმში სილამაზის სალონი გაქურდეს
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე სილამაზის სალონი გაქურდეს. ფაქტის შესახებ მხოლოდ დილით გახდა ცნობილი. თანამშრომელს კარი დაზიანებული დახვდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.