დაბა ხულოში, 9 აპრილის სკვერში „ვეტერანთა კლუბი“ გაიხსნა

დაბა ხულოში, 9 აპრილის სკვერში „ვეტერანთა კლუბი“ გაიხსნა. ახლადგახსნილ სივრცეში, ამინდის მიუხედავად, „ვეტერანებს“ შესაძლებლობა ექნებათ ითამაშონ ჭადრაკი, ნარდი და განიხილონ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენები.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროექტის სრული ღირებულება 57 352 ლარს შეადგენს.

“სამუშაოები ხულოს მერიის დაკვეთით შპს „როდამ“ შეასრულა ღონისძიებას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი – ვახტანგ ბერიძე, აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები