ხულოში აგვისტოს პირველი შაბათ-კვირას სახალხო ზეიმი – ,,შუამთობა“ აღინიშნება
სახალხო ზეიმ- ,,შუამთობასთან” დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან – ვახტანგ ბერიძესთან ერთად კურორტ ,,ბეშუმს“ ესტუმრა, დამსვენებლებს ,,შუამთობა“ მიულოცა და კურორტზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
როგორც “რეგიონულ კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, წლევანდელი შუამთობა, რიგი გასაგები მიზეზების გამო, მასშტაბური ღონისძიებებით არ აღინიშნება.
“დღესვე, შუამთობის დღესასწაული მიულოცეს კურორტის დამსვენებლებს მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში – ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა – ტიტე აროშიძემ და ხულოს, შუახევისა და ქედის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა შუამთობის სახალხო ზეიმთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი – ვახტანგ ბერიძე, ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა მთას ეწვევა და მოსახლეობას სახალხო ზეიმს პირადად მიულოცავს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.