ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან განკურნებულმა პაციენტმა დატოვა
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან განკურნებულმა ერთმა პაციენტმა დატოვა. როგორც ,,რეგიონულ კვირას” სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, ქალი “ცხელების კლინიკაში” ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა.
მათივე ცნობით, ამჟამად, რესპუბლიკური საავადმყოფოს “კოვიდ ცენტრში” მკურნალობის კურსს 17 პაციენტი გადის.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა დ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 1001 კვლევის შედეგი უარყოფითია. ბათუმის “ცხელების კლინიკებში” ამ დროისთვის, მოთავსებულია 50 პირი, მათი კვლევის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.