ადიგენში მეხი ჩამოვარდა- დამწვარია საწყობის შენობა
ადიგენის სოფელ ვარხანში მეხი ჩამოვარდა. ცეცხლი ყოფილი საწყობის შენობას გაუჩნდა, სადაც კერძო პირი თივას ინახავდა.
“ძლიერი წვიმა იყო, მთელი დღე გაუჩერებლად წვიმდა. ერთი ძლიერი ხმა გავიგეთ გრუხუნის და მერე თქვეს მეხი ჩამოვარდაო. ცეცხლიც მალე დავინახეთ. არავინ არ ცხოვრობს შენობაში, თივის საწყობად იყენებენ. ადრე სხვა დანიშნულება ჰქონდა შენობას. რამდენადაც ვიცი კერძო პირისაა ეს ფართი”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ადგილზე ამ წუთებში სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.